მერლინ მონროს გარდაცვალების რეალური მიზეზი ცნობილი გახდა

ნახევარ საუკუნეზე მეტია ჰოლივუდელი ვარსკვლავის მერლინ მონროს გარდაცვალების დეტალები საიდუმლოდ რჩებოდა.

გამოთქმული იყო სხვადასხვა ვერსია – სუიციდით დაწყებული და განზრახ მკვლელობით დასრულებული. ახლა კი ვარსკვლავის გარდაცვალებიდან 53 წლის შემდეგ, ეთერში გავიდა დოკუმენტური ფილმი, რომლის ავტორები მერლინ მონროს გარდაცვალებაში მის მკურნალ ექიმს ადანაშაულებენ.

ფილმში: „The Last Hours of Marilyn Monroe“ ნათქვამია, რომ ექიმმა მსახიობს ძილის წამლების მთელი კომპლექტი გამოუწერა. ასე, რომ მონრო ექიმების გულგრილობის შედეგად გარდაიცვალა.

მერლინ მონრო საკუთარ ლოგინში გარდაცვლილი 1962 წლის 5 აგვისტოს იპოვეს. მის გვერდით წამლების ცარიელი შეკვრები აღმოაჩინეს. ვარსკვლავის გარდაცვალების ძირითად ვერსიებს შორის თვითმკვლელობა სახელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები