ხვალ, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

ხვალ თბილისის რამდენიმე უბანს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია “თელასის” ინფორმაციით, აღნიშნულის მიზეზი სხვადასხვა სარემონტო სამუშაოებია.

“გეგმური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის II კვარტლის, გურამიშვილის გამზირის, ჩარგლის, გარიყულის, ველისციხის, ძმები გარიშვილების, კამალოვის, სვანეთის, გულრიფშის, თამარაშვილის, კავთისხევის, მახინჯაურის, ჭყონდიდელის, ხევსურეთის, ლეჩხუმის, დეპოს, ნიკო მარის, მრევლიშვილის, წიკლაურის, ლიკანის, საჭილაოს, სააკაძის, მანჯგალაძის, გომბორის, ჯანელიძის, მეჯვრისხევის, სუმბათაშვილ-იუჟინის, საყვირის და კოხრეიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გეგმური სამუშაოების გამო 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ცოტნე დადიანის II მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში გეგმური სამუშაოების გამო 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: დიდი დიღმის III მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.

გეგმური სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ვაჟა-ფშაველას IV კვარტლის მაცხოვრებლებს.

გეგმური სამუშაოების გამო 12 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ფან-ციციშვილის და ლიხაურის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გეგმური სამუშაოების გამო 12 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: გმირთა მოედნის, პეკინის გამზირის და კოსტავას ქუჩის მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონში გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭავჭავაძის გამზირის, მოსაშვილის და მიშველაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონში გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს, ცისკარიშვილის, მოსტკოვის და გუმათგესის ქუჩების მაცხოვრებლებს. მთაწმინდის რაიონში გეგმური სამუშაოების გამო 11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ასათიანის, ნაკაშიძის და ქიქოძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში გეგმური სამუშაოების გამო 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარდევანის, ულიანოვის, ხეჩუაშვილის, უწერის, ყუშიტაშვილის, ჭრებალოს და ანდრონიკაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონში გეგმური სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: მესხეთის, კაკაბეთის და წალენჯიხის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონში გეგმური სამუშაოების გამო 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: უზნაძის, თვალჭრელიძის და აბაშიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონში გეგმური სამუშაოების გამო 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: დიღმის მასივის I, VI კვარტლების, იამანიძის და ბათუმის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები