Optimus-ის ახალი ვერსია: Tesla-მ მოოქროვილი რობოტი წარადგინა
Tesla-მ თავისი ჰუმანოიდი რობოტი Optimus-ის ახალი ვერსია წარადგინა, რომელიც მოოქრულია და ხელოვნური ინტელექტის სისტემას, Grok-ს იყენებს. ეს ნაბიჯი კიდევ უფრო აახლოებს Tesla-ს მიზანთან — გამოიყენოს რობოტები ფართო მასშტაბით ყოველდღიურ ცხოვრებაში.
Optimus-ის ახალი ვერსია აღჭურვილია მოწინავე ტექნოლოგიებით, რომლებიც საშუალებას აძლევს მას, ეფექტურად შეასრულოს სხვადასხვა დავალებები, როგორიცაა ობიექტების აღება, გადაადგილება და გარემოს აღქმა. Grok-ის ინტეგრაცია უზრუნველყოფს რობოტის უფრო ბუნებრივ და ინტუიციურ ურთიერთობას ადამიანებთან.
Tesla-ს მიზანია, რომ Optimus-ის მსგავსი რობოტები გამოიყენებოდეს არა მხოლოდ ინდუსტრიულ სექტორში, არამედ ყოველდღიურ ცხოვრებაშიც, რათა შეამციროს შრომის რესურსების საჭიროება და გაზარდოს ეფექტურობა.
როგორც მედია აღნიშნავს, ამ ინიციატივით Tesla კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის ლიდერობას რობოტიკისა და ხელოვნური ინტელექტის სფეროში, რაც მომავალში მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ტექნოლოგიური განვითარების მიმართულებებზე, რადგან ოპტიმუსმა უკვე აჩვენა საკუთარი პროდუქტიულობა ქარხნებში, ოჯახებსა და საზოგადოებრივ სივრცეებში დავალებების შესრულებისას.