ცოცხლად დამარხულმა ახალშობილმა მიწისქვეშ 8 დღე გაატარა

ჩინეთის სამხრეთ ნაწილში ახალშობილმა მიწისქვეშ 8 დღე-ღამე გაატარა. გამოცემა China Topix-ის ინფორმაციით, სასაფლაოს ერთ-ერთმა თანამშრომელმა ბავშვის ტირილი გაიგონა, რომელიც მიწიდან ამოდიოდა. აღმოჩნდა, რომ 5-სანტიმეტრიანი გრუნტის ქვეშ, მუყაოს ჩამარხულ ყუთში ცოცხალი ბავშვი იმყოფებოდა. როგორც გაირკვა, ბავშვმა საფლავში 8 დღე გაატარა და მხოლოდ ნესტის წყალობით გადარჩა, რომელიც მუყაოს ყუთის კედლებიდან შიგნით ხვდებოდა.
პოლიციამ ბავშვის მშობლებიც აღმოაჩინა. ისინი ძალზე გაჭირვებულები იყვნენ. თუმცა ბავშვის მამა ამბობს, რომ ჩვილი ამის გამო არ დაუმარხავთ, არამედ იმიტომ, რომ ბავშვი ე.წ. კურდღლის ტუჩით დაიბადა, რაც თითქოს, ცუდის ნიშანია. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა სასჯელს შეუფარდებენ დამარხული ბავშვის მშობლებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები