ქობულეთელმა მოსწავლეებმა ხანძრისას დაღუპული ბავშვების ხსოვნას პატივი მიაგეს

ქობულეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები იმ დამწვარ სასტუმროსთან შეიკრიბნენ, სადაც რამდენიმე დღის წინ სამი არასრულწლოვანი დაიღუპა. მოსწავლეებმა დაღუპული ბავშვების ხსოვნას პატივი მიაგეს, სასტუმროსთან სანთლები დაანთეს და ყვავილები მიიტანეს.
ქობულეთში, ჰასან ართმელაძის კუთვნილ სასტუმროში ხანძარი 10 მაისს გამთენიისას გაჩნდა. სასტუმრო „არმაზში“ რუსთავიდან ჩასული ბავშვთა ცეკვის ანსამბლ „სიხარული 2“-ის წევრები და მათი მშობლები იმყოფებოდნენ. ხანძრის შედეგად, სამი არასრულწლოვანი ბიჭი გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეოთხე ნაწილით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები