პირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია 15 მაისს დაიწყება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონულ რეგისტრაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია 2015 წლის 15 მაისს დაიწყება და 9 ივნისის ჩათვლით გასტანს.
მათივე ინფორმაციით, რეგისტრაციას გაივლიან მხოლოდ ის მოსწავლეები, რომელთა ასაკი შეესაბამება კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს. „პირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია 2015 წლის 15 მაისს დაიწყება და 9 ივნისის ჩათვლით გასტანს. სარეგისტრაციო ფანჯარა 09:00 საათზე გაიხსნება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (www.mes.gov.ge) და განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (www.emis.ge) ვებგვერდებზე.ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება 2015 წლის 11ივნისიდან 21 ივნისის ჩათვლით. ბავშვის რეგისტრაციისას გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ერთი და იგივე ბავშვის რამდენიმე პირის მიერ პარალელურ რეჟიმში დარეგისტრირების მცდელობა გამოიწვევს ტექნიკურ შეფერხებას“,- აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები