ილია მეორე: არ ვიცოდი, რომ ომი იწყებოდა

მე არ ვიცოდი, რომ იწყებოდა ომი, მთავრობამ არ ჩათვალა საჭიროდ, ჩემთვის ეთქვა,  – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ “ეკა ხოფერიას თოქ-შოუში” განაცხადა.
პატრიარქმა 2008 წლის საქართველო-რუსეთის ომის დღეები გაიხსენა.
“მე არ ვიცოდი, რომ იწყებოდა ომი… მთავრობამ არ ჩათვალა საჭიროდ, რომ ჩემთვის ეთქვათ. მე მაინც გადავწყვიტე, რომ წავსულიყავი. ვნახეთ, მინდორში დაყრილი ჩვენი ვაჟკაცები. იმდენად საშიში იყო ჩვენი მოგზაურობა, რომ ჩვენს მანქანას მარჯვნივ და მარცხნივ კიდევ სხვა მანქანები ახლდა, რომ ჩვენთვის სნაიპერს არ ესროლა. გორი მკვდარი ქალაქი იყო. ქუჩაში ადამიანს ვერ დაინახავდა კაცი. ეს იმას არ ნიშნავს, რომ სულ წამოსულები იყვნენ. ვერ გამოდიოდნენ ქუჩაში”, – გაიხსენა უწმინდესმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები