დედამიწას გიგანტური ასტეროიდი უახლოვდება
1,3 კილომეტრის დიამეტრის ასტეროიდი დედამიწისკენ მოემართება და პლანეტის სიახლოვეს 14 მაისს ჩაიფრენს. მეცნიერების ვარაუდით, დედამიწასთან შეჯახების საფრთხე მინიმალურია, მაგრამ კოსმოსურ ობიექტზე დაკვირვება მაინც მიმდინარეობს. NASA-ს ინფორმაციით, ასტეროიდი საკმაოდ დიდი ზომისაა. დედამიწასთან შეჯახების შემთხვევაში მას საკმაოდ ძლიერი ნგრევის გამოწვევა შეუძლია. მეცნიერები კოსმოსური ობიექტის ტრაექტორიას მუდმივ რეჟიმში აკვირდებიან.