ლონდონში ცნობილი მექსიკელი ფერმწერის ფრიდა კალოს პირადი ნივთების სურათები იქნება წარმოდგენილი (ფოტოკოლაჟი)

12 მაისიდან 14 ივლისამდე ლონდონის Michael Hoppen-ის გალერეაში ცნობილი მექსიკელი ფერმწერის ფრიდა კალოს პირადი ნივთების ფოტოსურათები იქნება წარმოდგენილი. ის ფოტომხატვარმა მიაკო ისიუტიმ გადაიღო. იაპონელი ფოტოგრაფი მიაკო ისიუტი ქალაქ კოიოაკანში ფრიდა კალოს მუზეუმს ეწვია და იქ მისი პირადი ნივთები გადაიღო, რომლებიც სახლის აბაზანაში დაახლოებით 10 წლის წინ იპოვეს.
პირად ნივთებს შორის არის: ნაციონალური კაბები, თეთრეული, ფრჩხილების ლაქი, ფეხსაცმელი, საყურეები და მისი გარდერობის სხვა ნივთები. ასევე ფეხის პროთეზის, კორსეტის და ფრიდას სხვადასხვა ზომის ქუსლის ფეხსაცმელების სურათები.
ფრიდა კალო საკუთარ ნივთებს დიდი მოწიწებით ეპყრობოდა, ის მათ ხატავდა და აფასებდა, როგორც საკუთარი ცხოვრების ილუსტრაციას. ფრიდა გარდერობის ნივთებს ღრმა მისტიკური შინაარსით ავსებდა.

11258683_10203907644523121_540866824_n

11268109_10203907644403118_1375117144_n

11268910_10203907644563122_2130469056_n

11269589_10203907644443119_1322701313_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები