პაბლო პიკასოს ნახატი „ალჟირელი ქალები“ „კრისტის“ აუქციონზე რეკორდულ თანხად გაიყიდა

მსოფლიო არტბაზარზე ახალი რეკორდი დამყარდა. პაბლო პიკასოს ნახატი „ალჟირელი ქალები“ 180 მილიონ დოლარად, ხოლო ალბერტო ჯაკომეტის სკულპტურა „კაცი რაღაცას უთითებს“ 141 მილიონ დოლარად გაიყიდა. პიკასოს შედეგმა წინა რეკორდს თითქმის 40 მილიონი დოლარით გაასწრო. 2013 წლის შემოდგომაზე ფრენსის ბეკონის „ლიუსიენ ფრეიდის პორტრეტის სამი ესკიზი“ 142 მილიონ დოლარად გაიყიდა. აქამდე პიკასოს ყველაზე ძვირად ღირებული ტილო იყო „შიშველი ქალი, მწვანე ბოთლები და ბიუსტი“, რომელიც 2010 წელს 106 მილიონ დოლარად გაიყიდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები