ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პროგნოზით, 2030 წლისთვის ევროპას სიმსუქნის ეპიდემია ელოდება
ჯანდაცვის მსოფლიოს ორგანიზაციის ექსპერტთა ვარაუდით, მომდევნო 15 წლის განმავლობაში მამაკაცების 75%-ს და ქალების 69%-ს სიმსუქნის პრობლემა ექნებათ. ამ ორგანიზაციის კვლევების მიხედვით, ეს პრობლემა უახლოეს მომავალში მრავალი ევროპული ქვეყნისთვის იქნება აქტუალური. ამ მხრივ განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა ირლანდიაში – 2030 წლისთვის ირლანდიელი კაცების 89%-ს და ქალების 85%-ს ზედმეტი წონა ექნება. ზედმეტი წონის პრობლემა შეინიშნება ასევე საბერძნეთში, ესპანეთში, ავსტრიასა და ჩეხეთში. შვედეთშიც კი, სადაც ამჟამად ეს პრობლემა ნაკლებად აქტუალურია, მომავალი წლების განმავლობაში ის თავს იჩენს. ყველაზე კარგი მდგორმარეობაა ჰოლანდიაში. იქ 2010 წელს მამაკაცთა 54 %-ს ჰქონდა ზედმეტი წონა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პროგნოზით, მათი რიცხვი 49%-დე შემცირდება.