„ბი-ბი-სი“ საბჭოთა ექიმზე სტატიას აქვეყნებს, რომელმაც „ბრმა ნაწლავი“ ამოიჭრა
„ბი-ბი-სი“ საბჭოთა ექიმ ლეონიდ როგოზოვზე სტატიას აქვეყნებს, რომელშიც მოთხრობილია 1961 წლის მაისის დასაწყისში მომხდარი ამბავი, როდესაც ანტარქტიდაში მყოფმა რუსმა ექიმმა ლეონიდ როგოზოვმა „ბრმა ნაწლავი“ ამოიჭრა.
როგოზოვი ანტაქრქტიდაში საბჭოთა ექსპედიციის შემადგენლობაში იმყოფებოდა, რომელიც იქ 1961 წლის თებერვალში ჩავიდა. შეტევა მას აპრილში დაემართა. ექიმი და მისი მეგობრები დახმარებას აპრილის ბოლომდე უშედეგოდ ელოდნენ. ამინდის გაუარესების გამო თვითმფრინავებით მათი ევაკუაცია ვერ ხერხდებოდა, ხოლო გემით საბჭოთა კავშირამდე მისვლას თითქმის ერთი თვე სჭირდებოდა. ამიტომ ლეონიდ როგოზოვმა გადაწყვიტა, საკუთარი თავისთვის ოპერაცია თავად ჩაეტარებინა. ის ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა და წარმატებით ჩაიარა. როგოზოვი ისტორიაში შევიდა, როგორც პირველი ადამიანი, ვინც თავის თავს „ბრმა ნაწლავის“ ოპერაცია გაუკეთა. როგოზოვი მოგვიანებით იხსენებდა, რომ ის არჩევანს სიცოცხლეს და სიკვდილს შორის აკეთებდა და სიცოცხლე არჩია.
ლეონიდ როგოზოვმა კიდევ 40 წელი იცოცხლა და 2000 წელს გარდაიცვალა. ამ ფაქტს ცნობილმა მომღერალმა ვლადიმერ ვისოცკიმ ერთ-ერთი სიმღერაც მიუძღვნა.