კანადელმა მეცნიერებმა სხვადასხვა ჯგუფის სისხლის პირველ ჯგუფად გადაქცევის მეთოდი გამოიგონეს
კანადელმა მეცნიერებმა გამოიგონეს მეთოდი, რომლის მიხედვითაც სპეციალური ფერმენტის მეშვეობით ნებისმიერი ჯგუფის სისხლის პირველი ჯგუფის სისხლად გადაქცევაა შესაძლებელი. პირველი ჯგუფის სისხლის მქონე ადამიანებს კიდევ „უნივერსალურ დონორებს“ უწოდებენ.
გამოცემა Journal of the American Chemical Society-ს ცნობით, ამჟამად სხვა ჯგუფის სისხლის მქონე ადამიანებისთვის მხოლოდ პირველი ჯგუფის სისხლის გადასხმაა შესაძლებელი. სხვა შემთხვევაში დონორის სისხლის გადასხმამ შეიძლება პაციენტის მდგომარეობის გართულება და სიკვდილიც კი გამოიწვიოს. პირველი ჯგუფის სისხლის წითელი სხეულების ზედაპირზე არ არის ნახშირბადის მოლეკულები, რომლებიც ახალ სისხლს მტრულ მასალად აღიქვამენ. კანადელმა მეცნიერებმა სპეციალური ფერმენტის მეშვეობით მეორე ჯგუფის სისხლი პირველი ჯგუფის სისხლად გადააქციეს. სისხლის გადასხმის გარდა, ეს ტექნოლოგია შეიძლება გამოყენებული იყოს ორგანოების და ქსოვილების გადანერგვისას იმისთვის, რომ ის ადამიანის ახალ ორგანიზმს მოერგოს.