“მე არ მსურს ის დავლიო” – ადოლფ ჰიტლერის უკანასკნელი სიტყვები იყო, რომელმაც 70 წლის წინ თავი მოიკლა

70 წლის წინ ადოლფ ჰიტლერმა თავი მოიკლა. ნაცისტური გერმანიის ფიურერმა სიცოცხლე ბერლინში, საკუთარ ბუნკერში დაასრულა. ნიუნბერგის პროცესის ერთ-ერთი მონაწილე იმ დღეს იხსენებს და ამბობს, რომ თვითმკვლელობის წინა დღეს ჰიტლერი თავის მოსამსახურეებს დაემშვიდობა. ის ძალზე ჩუმად ლაპარაკობდა. ერთ-ერთი მედდა სიტყვით გამოსვლას შეეცადა და ჰიტლერს ომში გამარჯვება უწინასწარმეტყველა. ფიურერმა მას გააწყვეტინა: „მე ჩემს ბედს უნდა შევხვდე, როგორც მამაკაცს ეკადრება“, – თქვა ფიურერმა.
ჰიტლერმა დაიბარა, რომ გარდაცვალების შემდეგ მისი გვამი დაეწვათ, რათა ის დასაცინად არ გამოიყენონ. ბოლოს ცოცხალი ჰიტლერი პოლკოვნიკმა გიუნშემ ნახა, რომელმაც ფიურერი საკუთარ სამუშაო მაგიდასთან შენიშნა. ჰიტლერმა ცივად მიუგო: „მე მას არ დავლევ“. სავარაუდოდ, საუბარი შხამის მიღებაზე იყო. ეს იყო ადოლფ ჰიტლერის უკანასკნელი სიტყვები. 15 წუთის შემდეგ ჰიტლერი უკვე მკვდარი იყო. მისი კაბინეტიდან იარაღის გასროლის ხმა გაიგეს. ასე დაასრულა სიცოცხლე ადამიანმა, რომელსაც მსოფლიოს დაპყრობა სურდა და თავს ღმერთთანაც კი აიგივებდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები