54 წლის ბრიტანელმა საყვარელი ქალის გულისთვის 300 კილოგრამი დაიკლო
54 წლის ბრიტანელმა პოლ მეისონმა, რომელიც ბოლო დრომდე მსოფლიოში ყველაზე მსუქან ადამიანად ითვლებოდა, წონაში თითქმის 300 კილოგრამი დაიკლო. მან ეს თავისი საცოლის – 41 წლის რებეკა მაუნტინის გამო გააკეთა. ოპერაციის შემდეგ პოლს 21 კილოგრამი კანის მოჭრა დასჭირდა.
პოლის და რებეკას სიყვარულის გულისამაჩუყებელი ისტორია ორი წლის წინ დაიწყო. რებეკამ ყველაზე მსუქან ადამიანზე დოკუმენტური ფილმი ნახა და მას ინტერნეტით მისწერა. ორი ადამიანის მეგობრობა სიყვარულში გადაიზარდა და ახლა შეყვარებულები დაქორწინებას აპირებენ. ოპერაციამდე, რომელიც პოლ მეისონს ნიუ-იორკის კლინიკაში გაუკეთეს, ის 450 კილოგრამს იწონიდა. ვიდრე პოლი რეაბილიტაციის კურსს გადის, რებეკა მისი მკურნალობისთვის აუცილებელ ფულს შემოწირულობების სახით აგროვებს. ამ თანხის ნახევარი უკვე შეგროვებულია.