რუსული კოსმოსური ხომალდი დედამიწაზე ჩამოვარდება
რუსული სატვირთო კოსმოსური ხომალდი „პროგრეს-М27М” დედამიწის ორბიტას ტოვებს და მალე ატმოსფეროში შევა. საერთაშორისო კოსმოსური ხომალდის ეკიპაჟმა უკვე დაადასტურა, რომ „პროგრესმა“ უკონტროლო ვარდნა დაიწყო და მისი გადარჩენა შეუძლებელია. „როსკოსმოსმა“ ოფიციალურად აღიარა, რომ „პროგრესის“ მისია ჩავარდა. „პროგრესს“ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე საწვავი, ჟანგბადი, სპეციალური ხელსაწყოები და საკვები უნდა მიეტანა. ორბიტაზე გასვლის მომენტში რაკეტის მესამე საფეხურზე ავარიის გამო პროგრესი დაგეგმილ ორბიტაზე 30 კილომეტრით მაღლა ავიდა და საკუთარი ღერძის გარშემო ბრუნვა დაიწყო. ამის შემდეგ მისი ტრაექტორიის დასტაბილურობა ვერ მოხერხდა. ავარიის გამო პროგრესის მიერთება საერთაშორისო კოსმოსურ ხომალდთან შეუძლებელი გახდა. კოსმოსური ფრენის მართვის ცენტრი ამჟამად ატმოსფეროში ხომალდის მართვადი შესვლის უზრუნველყოფას ცდილობენ, რათა ის ოკეანეში ჩავარდეს.
როგორც „ბი-ბი-სის“ კოსმონავტიკის ექსპერტმა იგორ მარინინმა განუცხადა, ხომალდის ნაწილი ატმოსფეროში დაიწვება, მაგრამ მისი ნამსხვრევები დედამიწამდე მიაღწევს. იმის დადგენა, თუ რა ზომის ნამსხვრევები ჩამოვარდება დედამიწაზე, შეუძლებელია, რადგანაც „პროგრესის“ ავარია მისი ექსპლოატაციის 40-წლიანი ისტორიის მანძილზე მეორედ ხდება, ხოლო დედამიწაზე მართვის გარეშე ის პირველად ეცემა. სპეციალისტების თქმით, „პროგრესის“ ნაწილები შეიძლება სამხრეთ და ჩრდილოეთ ნახევარსფეროების 52-ე პარალელებს შორის დაეცეს. ამ ზონაში მსოფლიოს პრაქტიკულად ყველა ქვეყანა მდებარეობს, კანადის ჩრდილოეთ ნაწილის გარდა.