აშშ-ს სასამართლომ კაზინოში მოგებული 42 – მილიონიანი ჯეკპოტი გააუქმა

აშშ-ს სასამართლომ უარი უთხრა ილინოისის 90 წლის მკვიდრს 42-მილიონიანი ჯეკპოტის გადახდაში. სასამართლომ ეს მოგება სათამაშო აპარატის შეცდომად ჩათვალა.
პოლინ მაკიმ ავტომატ Miss Kitty-ზე თამაშის დროს 185 კრედიტი მოიგო, რაც 1,85 დოლარს უდრის. სწორედ ამ დროს ეკრანზე გაჩნდა შეტყობინება, რომ ის 41 მილიონ 797 ათასი დოლარის ბონუსს იღებს. კაზინომ ამ თანხის გადახდაზე უარი განაცხადა და აღნიშნა, რომ მოხდა სისტემური შეცდომა. ამის შემდეგ მაკიმ სასამართლოში იჩივლა, მაგრამ შტატ აიოვას უზენაესმა სასამართლომ მისი სარჩელი არ დააკმაყოფილა,. „მე მსურდა შვილებს და შვილიშვილებს დავხმარებოდი, მაგრამ არ გამომივიდა“, – განუცხადა პოლინ მაკიმ გაზეთ Chicago Tribune-ს. გამოცემის ინფორმაციით, 90 წლის ქალბატონს 13 შვილიშვილი ჰყავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები