აშშ-ს სასამართლომ ლაბორატორიაში ორი შიმპანზეს ყოფნა უკანონოდ ცნო
ამერიკის შეერთებული შტატების სასამრთლომ პირველად ისტორიაში აღიარა, რომ შიმპანზეს აქვს გარკვეული უფლებები, რაც აქამდე მხოლოდ ადამიანის პრივილეგია იყო. გამოცემა Science-ის ინფორმაციით, ორ პრიმატს – ლეოს და ჰერკულესს, რომლებიც ექსპერიმენტულ ლაბორატორიაში ცხოვრობენ, ნიუ-იორკის სასამართლომ თავისუფლების გარანტია მისცა. ლეო და ჰერკულესი ამჟამად ლონგ-აილენდზე მდებარე სტოუნი ბრუკის უნივერსიტეტის ლაბორატორიაში ცხოვრებენ და ბიოლოგიურ ცდებში მონაწილეობენ.
მოძრაობა Nonhuman Rights Project-ის ავტორი სტივენ უაზი და მისი თანამოაზრეები ცდილობენ ორი შიმპანზეს გადაყვანას ფლორიდას შტატის ნაკრძალში, სადაც მათ ცხოვრებისთვის აუცილებელი პირობები ექნებათ. ადამიანისმაგვარი მაიმუნების დამცველები ამბობენ, რომ პრიმატებს მაღალი ინტელექტი აქვთ და თავს პიროვნებებად აღიქვამენ, ასევე მათ რთული ემოციების განცდის შესაძლებლობა აქვთ. შესაბამისად, შიმპანზეები საბაზისო უფლებებს იმსახურებენ, მათ შორის თავისუფლების უფლებას და არაჰუმანური მოპყრობისგან დაცვას.