კოსმონავტებს ორბიტაზე ყავის აპარატი გაუგზავნეს
SpaceX „Dragon“-ის სატვირთო ხომალდმა საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ეკიპაჟს პირველი კოსმოსური ყავის აპარატი ჩაუტანა. ყავის აპარატის სახელწოდებაა „ISSpresso“ (ISS – საერთაშორისო კოსმოსური სადგური). მას ასევე სპეციალური პლასტიკური ჭიქები მოყვება. ჩვეულებრივი ყავის მადუღარისგან განსხვევბით, კოსმოსურ ყავის აპარატს წყლის მისაწოდებლად სპეციალური ფოლადის მილები გააჩნია. ის რამდენიმე ასეული ბარის წნევას უძლებს, რაც აუცილებელია უწონადობის პირობებში.
რაც შეეხება ჭიქებს, ისინი ამერიკელმა მეცნიერებმა შექმნეს. პატარა პლასტიკური ჭიქები, რომლებიც ფორმით ფეხსაცმელს გვაგონებს, სინამდვილეში ურთულეს მექანიკურ სისტემას წარმოადგენს. ჭიქის ფორმის და შიგნით განთავსებული კაპილარების სისტემის მეშვეობით სითხე სწორი მიმართულებით მოძრაობს და არ იღვრება. როდესაც კოსმონავტი ტუჩებით ჭიქის კიდეს ეხება და სითხეს ისრუტავს, ის სპეციალური მილებით პირის მიმართულებით გადაადგილებას იწყებს.
ყავის აპარატი კოსმონავტებს მათივე თხოვნით ჩაუტანეს. კოსმოსური სადგურების ეკიპაჟის წევრებს არაერთხელ უთხოვიათ ასეთი აპარატების შექმნა, რათა სადგურზე გატარებულ რუტინულ დღეებში გარკვეული სიახლე შესულიყო.