ავღანელი ექიმი პაციენტებს მორიელებით მკურნალობს (ფოტოკოლაჟი)
ახალგაზრდა ავღანელი ექიმი ამინ შირზადი 400 მორიელთან ერთად ცხოვრობს და მათი მეშვეობით ავადმყოფებს მკურნალობს. ინტერნეტპორტალ Tgcom24-ის ინფორმაციით, ექიმი ამბობს, რომ მორიელების შხამი კურნავს ეპილეფსიას, თავის ტკივილს და კანის დაავადებებს.
„ჩემი მეთოდი 100%-ით ეფექტიანია. ჩემთან მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან ჩამოდიან პაციენტები და მკურნალობით კმაყოფილები რჩებიან“, – ამბობს ექიმი.
ამინ შირზადის მამა ასევე, ადამიანებს მორიელების შხამით კურნავდა. თავად ამინს მორიელებმა არაერთხელ უკბინეს და მას უკვე ამ შხამის მიმართ იმუნიტეტი გამოუმუშავდა.