კალინინგრადის ზოოპარკში ზვიგენი ნერვული შეტევით გარდაიცვალა

კალინინგრადის ზოოპარკში მაყურებლებმა ზვიგენი ნერვულ შეტევამდე მიიყვანეს, რის შედეგად ის გარდაიცვალა. გარდაცვლილი ზღვის ბინადარი რიფის ზვიგენების სახეობას მიეკუთვნება. გულის შეტევა მან ზოოპარკის მაყურებლების საქციელის გამო მიიღო.
„რია ნოვოსტის“ ცნობით, ნერვული შეტევა ამ ზვიგენს ადრეც მიუღია. 2014 წლის ნოემბერში ინციდენტი იმის გამო მოხდა, რომ ზოოპარკის დამთვალიერებლები აკვარიუმის შუშას უბრახუნებდნენ, რათა ზვიგენის ყურადღება მიექციათ. შეშინებულმა ცხოველმა ფართხალი დაიწყო და ამის შედეგად თვალისა და ცხვირის დაზიანება მიიღო. ამის შემდეგ მედიკოსები ზვიგენს 2015 წლის თებერვლამდე მკურნალობდნენ. შემდეგ ის კვლავ მაყურებლის თვალწინ წარდგა, თუმცა, როგორც გაირკვა, ბოლო გამოჩენა მისთვის ლეტალური აღმოჩნდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები