მოსკოვში გამართულ მოდის ჩვენებაზე ფიროსმანის და გუდიაშვილის ნახატებია გამოყენებული (ფოტოკოლაჟი)
ცნობილმა დიზაინერმა ალექსანდრე არუთიუნოვმა მოსკოვში მოდის კვირეულზე საკუთარი ნამუშევრები წარმოადგინა, სადაც ცნობილი ქართველი ფერმწერების – ლადო გუდიაშვილის და ნიკო ფიროსმანის ნახატებია გამოყენებული.
ერთ-ერთ მოდელში კომპოზიციის სახით ფიროსმანის ცნობილი ნახატი „მებადურია“ გამოყენებული. არითიუნოვის ჩვენებამ კრიტიკოსთა დიდი მოწონება დაიმსახურა. ისინი სხვადასხვა ფერის შეხამებაზე, მოდელებში განსხვავებული ნაჭრის გამოყენებაზე, ასევე ორნამენტების ჰარმონიულ შეხამებაზე საუბრობენ.
ალექსანდრე არუთიუნოვი წარმოშობით საქართველოდან არის და ის მოსკოვში მოდის კვირეულებში უკევ რამდენიმე წელია რეგულარულად მონაწილეობს.