საფრანგეთში ნაპოლეონ ბონაპარტეს „გასამართლებას“ გეგმავენ
დებატების ფრანკოფონურმა ფედერაციამ გამოაცხადა ნაპოლეონ ბონაპარტეს „სასამართლო“ პროცესის ჩატარების შესახებ. ეს ინფორმაცია ორგანიზაციის ვებგვერდზე გაჩნდა. ფრანკოფონური ფედერაციის წევრების აზრით, ამგვარად გამოსწორდება უსამართლობა, რომელიც ბონაპარტეს მიმართ 1815 წელს დაუშვეს, როდესაც ის ყოველგვარი სასამართლოს გარეშე წმინდა ელენეს კუნძულზე გადაასახლეს.
გარდა ამისა, პროცესი საფრანგეთის ისტორიის მნიშვნელოვან მომენტებზე ყურადღების გამახვილებას შეუწყობს ხელს. ბონაპარტეს „სასამართლო“ 21 მაისს გაიმართება. ეს საფრანგეთში გამართული პირველი ინსცენირებული სასამართლო პროცესი არ არის. საფრანგეთში იესო ქრისტეს და ლუდოვიკო XVI-ს ასეთივე „სასამართლოები“ ჩატარდა. ორივე შემთხვევაში ბრალდებულები სასამართლომ „უდანაშაულოდ ცნო“.