სოფელ ერგნეთში ორმხრივი შეხვედრა გაიმართება

დღეს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის 41-ე შეხვედრა გაიმართება. შს სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ქართული მხარე განვლილ პერიოდში დაფიქსირებულ ინციდენტებს მიმოიხილავს და რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ოკუპაციის ხაზის მიმდებარე სოფლებში მავთულხლართების და ღობეების უკანონო მონტაჟის საკითხს დააყენებს. საქართველოს შსს-ს საიფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენლები სოფელ კოშკის მაცხოვრებლებისთვის სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციის საკითხსაც დააყენებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები