აშშ-ში მსოფლიოს ყველაზე ასაკოვანი ქალი გარდაიცვალა
ამერიკის შეერთებულ შტატებში 116 წლის ასაკში მსოფლიოს უხუცესი ქალბატონი გარდაიცვალა. გერტრუდა იუვერი ამ წოდებას მხოლოდ 5 დღე ატარებდა მას შემდეგ, რაც იაპონიაში 117 წლის მისაო ოკავა გარდაიცვალა. უივერი არკანზასის შტატის ქალაქ კამდენში ცხოვრობდა. ახლა მსოფლიოს ყველაზე ხანდაზმული ადამიანის ტიტული 115 წლის ამერიკელ ქალს – ჯერალინ ტელის გადაეცა.