„ფორსაჟ -7“-მა პრემიერის დღეებში 384 მილიონი დოლარი აიღო
გასული დასვენების დღეებში ფილმმა „ფორსაჟი-7“-მა, ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ, 384 მილიონი დოლარი აიღო, აქედან აშშ-ში – 190 მილიონი. ეს ყველაზე შემოსავლიანი სერიაა „ფორსაჟის“ არსებობის ისტორიაში.
კინოკრიტიკოსთა განცხადებით, ასეთი წარმატება რამდენიმე ფაქტორითაა განპირობებული. პირველ რიგში, პრემიერის გადატანა 2014-დან 2015 წლისთვის, რაც მსახიობ პოლ უოკერის ტრაგიკულმა დაღუპვამ გამოიწვია. მეორეს მხრივ კი იმან, რომ ამ ფილმში ბოლო წლების „ბოევიკების“ ყველაზე ცნობილი მონაწილე, მსახიობი ჯეისონ სტეტჰემი თამაშობს.