მოსკოვის სათამაშოების მაღაზიებში ნაცისტ კარისკაც-სათამაშოებს ეძებენ

 მოსკოვში ბავშვთა სათამაშოს მაღაზიებში ნაცისტი ჯარისკაცების სათამაშოების ამოღების „სპეცოპერაცია“ მიმდინარეობს. „ბი-ბი-სის“ ცნობით, სათამაშოებს ფაშისტური გერმანიის ჯარისკაცების ფორმით გამომძიებლები ეძებენ და სავაჭრო ქსელიდან იღებენ. ასევე ჩხრეკენ მაღაზიის გამყიდველებსაც და მათი დაკითხვა მიმდინარებს. მანამდე ცნობილი გახდა, რომ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა მოსკოვის „ცენტალურ საბავშვო მაღაზიაში“ ნაცისტური სიმბოლოს მატარებელი სათაშოების გაყიდვის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა. სკანდალი მას შემდეგ ატყდა, რაც ნაცისტი ჯარისკაცების სათამაშოები რუსეთის ერთ-ერთ ფედერალურ ტელეარხზე გასულ სიუჟეტში აჩვენეს, რომლებიც მოსკოვის მაღაზიებში იყიდებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები