პეტერბურგში ევაკუატორმა მანქანა წაიყვანა, რომლის სალონში ახალშობილი იყო
ავტომანქანა „ბე-ემ-ვე“, რომლის სალონშიც ჩვილი იყო, სანქტ- პეტერბურგში ევაკუატორმა წაიყვანა. ავტომანქანა დაუშვებელ ადგილას იყო გაჩერებული და ის საჯარიმო სადგომზე გადაიყვანეს. მოგვიანებით პოლიციას ავტომანქანის მფლობელმა მიმართა, რომელმაც შეატყობინა, რომ მანქანაში ახალშობილი იყო. ბავშვიც და მანქანაც პატრონს დაუბრუნდა.
ეს პეტერბურგში მომხდარი პირველი ინციდენტი არ არის. გასული წლის დეკემბერში აქ ევაკუატორმა მანქანა წაიყვანა, რომელშიც ორი პატარა ბავშვი იმყოფებოდა.