მეცნიერები – ინტერნეტთან ურთიერთობით ადამიანი საკუთარ თავზე გადაჭარბებულ წარმოდგენას იქმნის

ინტერნეტი ხელს უწყობს ადამიანის მიერ საკუთარ თავზე გადამეტებული წარმოდგენის ფორმირებას. ამის შესახებ დასკვნა იელის უნივერსიტეტის თანამშრომლებმა გააკეთეს. მათი აზრით, თანამედროვე ტექნოლოგიები, რომელიც პრაქტიკულად ნებისმიერი ინფრომაციისადმი წვდომას უზრუნველყოფს, ადამიანებში ქმნის ყალბ აზრს, რომ ქსელში არსებული ინფორმაცია მათი საკუთარი ცოდნის ნაწილია. ასეთ მდგომარეობაში მეცნიერები გარკვეულ საფრთხეს ხედავენ, ვინაიდან ნამდვილ ცოდნას და მისი არსებობის შესახებ მცდარ წარმოდგენას შორის ზღვარის გაქრობა ადამიანისთვის გარკვეულ სიტუციებში შეიძლება საფრთხეს შეიცავდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები