იაპონიაში მსოფლიოს ყველაზე ხანდაზმული ადამიანი გარდაიცვალა

იაპონიაში დღეს მსოფლიოს ყველაზე ხანდაზმული ქალბატონი, მისაო ოკავა გარდაიცვალა. ბოლო რამდენიმე წელი ის საავადმყოფოში, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა. იაპონელი ქალბატონი ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში – 1898 წელს დაიბადა. როდესაც ოკავას მისი ხანგრძლივი სიცოცხლის საიდუმლოზე ეკითხებოდნენ, ის ამბობდა, რომ ეს არის „სუში და კარგი ძილი“. ახლა მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული ადამიანია 116 წლის გერტრუდა უივერი, რომელიც აშშ-ს არკანზასის შტატში ცხოვრობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები