დედამიწაზე უდიდესი მეტეორიტის კრატერი აღმოაჩინეს
სამხრეთ ავსტრალიაში ბურღვითი სამუშაოების ჩატარებისას 400 კილომეტრის დიამეტრის კრატერი აღმოაჩინეს. მეცნიერების აზრით, გიგანტური კრატერი მეტეორიტის ჩამოვარდნის შედეგად გაჩნდა. მათ მიაჩნიათ, რომ დედამიწაზე დაცემამდე მეტეორიტი ორ ნაწილად დაიშალა.
„მეტეორიტის დიამეტრი დაახლოებით 10 კილომეტრს შეადგენდა“, – ამბობს ავსტრალიის ეროვნული უნივერსისტეტის წარმომადგენელი ენდრიუ გლიქსონი.
კრატერების წარმოქმნის ზუსტი თარიღი უცნობია. ექსპერტების აზრით, ქვის მასალები კრატერის გარშემო დაახლოებით 300 მილიონი წლისაა.