ამერიკელი მეცნიერები – ადამიანები უარყოფითი ახალი ამბებით სხვის შეცდომებზე სწავლობენ

ამერიკელმა და ბელგიელმა მეცნიერებმა კვლევების შედეგად დაადგინეს, რომ ადამიანების უმრავლესობას კვლავ უარყოფითი ახალი ამბების წაკითხვა და ყურება ურჩევნია. მეცნიერების ეს კვლევა თეორიას ეფუძნებოდა, რომლის მიხედვით, ადამიანები მეტ სარგებელს სწორედ უარყოფითი ინფორმაციით იღებენ.
მეცნიერების აზრით, ეს ფენომენი გამოწვეულია იმით, რომ უარყოფითი ცნობის წაკითხვის შემდეგ ადამიანები სხვის შეცდომებზე სწავლას იწყებენ, რათა მომავალში ანალოგიური სიტუაცია თავიდან აიცილონ. დადებითი ახალი ამბები კი ადამიანს დაუფიქრებელი მოქმედებისკენ უბიძგებს, მაგალითად, რაიმე ლატარეაში ან სხვა აზარტულ თამაშებში მონაწილეობაზე – მიაჩნიათ მეცნიერებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები