გამოცდები ინდოეთში – „შპარგალკები“, დაკავებული ოჯახის წევრები და 1.4 მილიონი აბიტურიენტი (ფოტოკოლაჟი)

ინდოეთის ქალაქ ბიჰარში გამოცდების მიმდინარეობის დროს, სტუდენტებს ოჯახის წევრები, ნათესავები და მეგობრები ეხმარებოდნენ. ის იმდენად აშკარად და უხეშად მიმდინარეობდა, რომ მათ დასაშლელად პოლიციის გამოძახება გახდა საჭირო. საგამოცდო პროცესი ბიჰარის სკოლის საბჭოს მიერ იყო ორგანიზებული. მასში მონაწილეობას 1.4 მილიონი აბიტურიენტი იღებდა. გამოცდის პასუხები 24 მარტს გახდება ცნობილი. სამართალდამცველები იძულებული გახდნენ აბიტურიენტთა 20-მდე მშობელი დაეკავებინათ, თუმცა გამოცდების დასრულების შემდეგ ისინი გაანთავისუფლეს. 400 სტუდენტი გადაწერის ფაქტზე დაიჭირეს და გამოცდიდან მოხსნეს.
11078671_1811508619073423_1123511853_o

11086824_1811508609073424_985363491_o
11045870_1811508612406757_566255888_o

11067552_1811508602406758_88667814_o


11074963_1811508615740090_48543555_o
11085693_1811508605740091_2018384441_o

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები