Amazon-ი უპილოტო საფრენი აპარატებით ამანათების გაგზავნას გეგმავს (ვიდეო)
აშშ-ს სამოქალაქო ავიაციის ფედერალურმა სამმართველომ კომპანია Amazon-ს უპილოტო მოწყობილობების გამოცდის უფლება მისცა. ეს საფრენი აპარატები მომხმარებლისთვის საქონლის მისატანად არის გათვლილი. შეთანხმების მიხედვით, დრონს პროფესიონალი პილოტი მართავს, რომელსაც ფრენის მანძილზე აპარატთან ვიზუალური კონტაქტი აქვს. უმსხვილესი ონლაინმაღაზია Amazon-ი ამ პროექტზე უკვე ორი წელია მუშაობს. კომპანიაში ამბობენ, რომ ამ ტიპის აპარატების გამოყენებით მომავალში კლიენტი საქონელს შეკვეთის მომენტიდან ნახევარ საათში მიიღებს.