ფრანგმა რუსი ცოლი ჩემოდნით საზღვარზე ვერ გადაიყვანა
პოლონელმა მესაზღვრეებმა სასაზღვრო ქალაქ ტერესპოლში საფრანგეთის მოქალაქე მატარებლიდან ჩამოსვეს. ის საზღვარზე კონტრაბანდული გზით – ჩემოდნით საკუთარი ცოლის გადაყვანას ცდილობდა. ჩემოდნის ზომებმა მესაზღვრეები დააეჭვა. ქალი, რომელიც ჩემოდანში იჯდა, თავს მშვენივრად გრძნობდა. დაკითხვის შემდეგ მესაზღვრეებმა ორივე გაუშვეს და მათ საზღვრის გადაკვეთის საშუალება მისცეს. საქმე ისაა, რომ ევროკავშირის კანონმდებლობის მიხედვით, კანონიერ მეუღლეებს შენგენის ზონაში უვიზოდ შეუძლიათ შესვლა და საკმარისია ქორწინების მოწმობა.