ესპანეთში მიგელ დე სერვანტესის საფლავი აღმოაჩინეს (ფოტოკოლაჟი)
მეცნიერებმა გამოჩენილი ესპანელი მწერლის მიგელ დე სერვანტესის საფლავის აღმოჩენის შესახებ განაცხადეს. სერვანტესი ესპანეთში 400 წლის წინ გარდაიცვალა. “ბიბისის” ინფორმაციით, მათ, სერვანტესის გარდა, მისი მეუღლის, ასევე იმ ადამიანების ძვლები აღმოაჩინეს, რომლებიც მასთან ერთად იყვნენ დასაფლავებულები.
ესპანური და მსოფლიო ლიტერატურის კლასიკოსად აღიარებული სერვანტესი 1616 წელს სიღარიბეში გარდაიცვალა. სიცოცხლის ბოლო წელს ის საცხოვრებლად მადრიდში გადავიდა, სადაც გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე ბერად იყო აღკვეცილი. საფლავის მოსაძიებლად 30 მკვლევარი ინფრაწითელ დანადგარებს, 3D კამერებს და რადარებს იყენებდა.