ესპანეთის ერთ- ერთ გამოქვაბულში პირველყოფილი ადამიანის ნახატები აღმოაჩინეს

ესპანეთის ერთ-ერთ გამოქვაბულში ნახატები აღმოაჩინეს, რომელიც პალეოლიტის ეპოქით თარიღდება. გამოქვაბული სახელწოდებით „აურეა“ ერთ-ერთი მდინარის თავზე, 50 მეტრის სიმაღლეზეა განთავსებული. ესპანეთის რეგიონი კანტაბრია, სადაც გამოქვაბული მდებარეობს, პირველყოფილი ხელოვნების ნიმუშებით არის ცნობილი. კანტაბრიაშია განთავსებული გამოქვაბული ალტამირა, რომელიც იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია შეტანილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები