ზურაბ ტყემალაძე: მიკროფონში გითხრათ, რა უნდა ვუყოთ ამ გეგმას? დავახვიო?

„რა უნდა ვუყოთ ამ გეგმას? დავახვიო?“ – ამ სიტყვებით მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზურაბ ტყემალაძემ კოლეგას უმცირესობიდან გიორგი ბარამიძეს. მანამდე კი, საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გიორგი ბარამიძემ დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეს ზურაბ ტყემალაძეს გასაცნობად „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მომზადებული ანტიკრიზისული გეგმა გადასცა, რასაც ზურაბ ტყემალაძის რეპლიკა მოჰყვა: „მიკროფონში გითხრათ, რა უნდა ვუყოთ ამ გეგმას? დავახვიო? დავახვევ და დაგიბრუნებთ“,- მიმართა ზურაბ ტყემალაძემ გიორგი ბარამიძეს, რასაც კომიტეტის სხდომაზე ხმაური მოჰყვა.
უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ ზურაბ ტყემალაძეს მოუწოდა, რომ კომიტეტის სხდომას კომიკური ელემენტები არ სჭირდებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები