ამერიკაში, მოკლულ სკუნსებთან ერთად, პოლიციელებმა აბრა იპოვეს წარწერით: „ობამა ყარს“

აშშ-ს კონექტიკუტის შტატში გამომძიებლები ორი სკუნსის სიკვდილს იძიებენ, თუმცა მათ სიკვდილზე მნიშვნელოვანი მაინც ის არის, რომ მათთან ერთად პოლიციელებმა ერთი საინტერესო აბრა იპოვეს, რომელსაც ეწერა: “ობამა ყარს”.
სავარაუდოდ, ის, ვინც განცხადება დატოვა, აშშ-ს პრეზიდენტს, ბარაკ ობამას გულისხმობდა. პოლიციაში თავდაპირველად ქალმა დარეკა, რადგანაც მკვდარი სკუნსები სწორედ მან იპოვა. გამომძიებლები ცდილობენ, გაარკვიონ, თუ ვის კისერზეა სკუნსების სიკვდილი და ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ აშშ-ს პირველი პირის სიცოცხლე საფრთხეშია. უსაფრთხოების ზომები კი უნდა გაუმჯობესდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები