იოჰანესბურგში ადგილობრივი მედიის ჟურნალისტი რეპორტაჟის მომზადების დროს გაქურდეს (ვიდეო)
იოჰანესბურგში ადგილობრივი მედიის ჟურნალისტი რეპორტაჟის მომზადების დროს გაქურდეს. შემთხვევა კურიოზულად მოხდა. ორმა გამვლელმა ჟურნალისტი შეამჩნია, შეათვალიერა, შემდეგ კი საფულე, გაჯეტი და ის ნოუთბუქიც წაიღეს, რომლებიც ჟურნალისტთან ახლოს იდო. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ჟურნალისტის გასაქურდად ამ ადამიანებს სულ რაღაც ერთი წუთი დასჭირდათ. ის, რომ ქურდობის ფაქტი კამერებმა დააფიქსირა, მძარცველებმა მხოლოდ დანაშაულის ჩადენის შემდეგ გააცნობიერეს და, რა თქმა უნდა, გაიქცნენ.