ნადეჟდა სავჩენკოს ადვოკატებმა მისი უდანაშაულობის დამადასტურებელი ვიდეო წარადგინეს
უკრაინელი მფრინავისა და დეპუტატის ნადეჟდა სავჩენკოს ადვოკატებმა მისი უდანაშაულობის დამადასტურებელი ვიდეოფირი წარადგინეს. ირკვევა, რომ სავჩენკო პრორუსმა სეპარატისტებმა მანამდე დააკავეს, ვიდრე რუს ჟურნალისტებს – იგორ კორნელიუკსა და ანტონ ვოლოშინს მოკლავდნენ.
ვიდეოფირზე ასახულია, თუ როგორ აწამებდნენ სავჩენკოს დაკავების შემდეგ. უკრაინული მხარის განცხადებით, სავჩენკო დილის 10 საათზე დააკავეს, თუმცა რუსული მხარე იუწყება, რომ აღნიშნული ფაქტი სიმართლეს არ შეესაბამება, რადგანაც 12 საათზე სავჩენკოსა და „აიდარის“ ბატალიონის ერთ-ერთ გენერალს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. რუსული მხარის განცხადებით, თუ სავჩენკო, მართლაც, 10 საათზე დააკავეს, მაშინ ის ვერსად მოახერხებდა დარეკვას, იმ მარტივი მიზეზით, რომ მას ტელეფონს ჩამოართმევდნენ. რუსული მხარის განცხადებით, რუსი ჟურნალისტების სიკვდილი სავჩენკოს კისერზეა.