Bloomberg: ევროპა პუტინთან მოლაპარაკებების გზების მოძიებას ცდილობს

Bloomberg-ის ცნობით, გერმანია, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი უკრაინასთან კოორდინაციით მუშაობენ გეგმაზე, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მოლაპარაკებების პროცესში ჩართვას ისახავს მიზნად.

წყაროების ინფორმაციით, სამი ქვეყნის წარმომადგენლები განიხილავენ ისეთი ფორმატის შექმნას, რომელშიც მონაწილეობას ორივე მხარე, უკრაინა და რუსეთი მიიღებს.

Bloomberg-ის წყაროების შეფასებით, ევროპელი ლიდერები მიიჩნევენ, რომ უკრაინის პოზიციები ბოლო პერიოდში გამყარდა, რასაც რუსეთის დანაკარგები და უკრაინული დრონების წარმატებული დარტყმები განაპირობებს. სწორედ ამიტომ ხედავენ შესაძლებლობას, რომ კრემლი მოლაპარაკებების მაგიდასთან მიიყვანონ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები