ხარკოვის სარკინიგზო მონაკვეთზე აფეთქება მოხდა

უკრაინაში, ლისინჩაკ – ხარკოვის სარკინიგზო მონაკვეთზე აფეთქება მოხდა. სამგზავრო მატარებელი ლუგანსკის რაიონიდან მოემართებოდა. უკრაინის შსს ინფორმაციით, არავინ დაშავებულა. აღსანიშნავია, რომ ხარკოვის სარკინიგზო მონაკვეთზე ეს პირველი აფეთქება არ არის, მსგავსი შემთხვევები მანამდეც დაფიქსირებულა. მიმდებარე ტეროტორიაზე რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთი სამხედრო ბატალიონის გენერლის ანდრეი იაგოლენკოს ავტომობილიც ააფეთქეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები