2015 წელს უკრაინაში შესაძლოა, სამხედრო წვრთნები ჩატარდეს
2015 წელს უკრაინაში შესაძლოა, სამხედრო წვრთნები ჩატარდეს, თუმცა უცხო ქვეყნის ჯარების მიერ აღნიშნული ინიციატივით უკრაინის პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ ქვეყნის უმაღლეს რადას მიმართა. იმ შემთხვევაში, თუ რადა მის ინიციატივას სისრულეში მოიყვანს, მაშინ 2015 წელს, უკრაინის ტერიტორიაზე აშშ-სა და უკრაინასთან თანამშრომლობით 4 წვრთნა ჩატარდება.
უკრაინის გენერალური შტაბის სპიკერის, ვლადისლავ სელეზნიოვის განცხადებით, ამერიკულ-უკრაინული წვრთნები “სი-ბრიზი 2015” შავი ზღვის აკვატორიაში, პოლიგონებზე, აეროდრომებსა და პორტებში 25 დღის განმავლობაში გაიმართება და მასში 2500 ადამიანი მიიღებს მონაწილეობას.