ჰილარი კლინტონმა „რესპუბლიკელი“ სენატორები გააკრიტიკა

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა ის „რესპუბლიკელი“ სენატორები გააკრიტიკა, რომლებმაც ირანელ ლიდერებს წერილი მისწერეს.
მისივე თქმით, ამ სენატორებს ან სურდათ ყოფილიყვნენ სასარგებლოები ირანელებისთვის, ან მათი მიზანი იყო, შეესუსტებინათ მთავარსარდლის პოზიციები ირანთან მიმდინარე მოლაპარაკებებში.
კლინტონი შეეხო მის მიერ სახელმწიფო მიმოწერისთვის პირადი ელექტრონული ფოსტის გამოყენების საკითხსაც. ფაქტს შესაძლოა, ფედერალური კანონის დარღვევის კვალიფიკაცია მიენიჭოს.
55 ათასზე მეტი გზავნილი მოგვიანებით სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები