კიევის ოლქში პარტია „რეგიონების“ ყოფილმა დეპუტატმა სტანისლავ მელნიკმა თავი მოიკლა

დღეს კიევის ოლქში პარტია „რეგიონების“ მეხუთე და მეექვსე მოწვევის დეპუტატმა სტანისლავ მელნიკმა თავი მოიკლა. ამის შესახებ ინფორმაცია სამართალდამცავმა ორგანოებმა უკრაინულ მედიასაშუალებას ТСН-ს მიაწოდეს.
როგორც ცნობილი ხდება, 53 წლის დეპუტატმა სიკვდილის წინ წერილი დატოვა, რომელშიც ყველას პატიებას სთხოვს.
სტანისლავ მელნიკი ექვსი წლის განმავლობაში „დონეცკის ლუდის საამქროს“ ხელმძღვანელობდა, ხოლო 2005 წლიდან  დონეცკის დახურული სააქციო საზოგადოება „ლუქსის“ გენერალური დირექტორი იყო, აგრეთვე, 2002-2006 წლებში – დონეცკის ქალაქის საბჭოს დეპუტატი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები