პაკისტანში სიკვდილით დასჯის შესახებ მორატორიუმი გააუქმეს

სააგენტო „ფრანს- პრესის“ ინფორმაციით, პაკისტანის ხელისუფლებამ სიკვიდლის დასჯის შესახებ მორატორიუმი მთლიანად გააუქმა.
2014 წლის დეკემბრის ბოლოს რესპუბლიკაში ტერორიზმში მსჯავრდებულებისთვის სიკვდილით დასჯა აღადგინეს. არაერთი განაჩენი უკვე შესრულებულია. ქვეყნის ხელისუფლება ამ გადაწყვეტილებამდე 16 დეკემბერს ქალაქ პეშევარაში, ჰაიბერ-პახტუნავას პროვინციაში, სამხედრო სასწავლებელზე ერთ-ერთი დაჯგუფების „ბოევიკების“ თავდასხმის შემდეგ მივიდა, როდესაც 140 ადამიანზე მეტი დაიღუპა. მათი უმრავლესობა კურსანტები იყვნენ. როგორც წესი, პაკისტანში სიკვდილით დასჯა ჩამოხრჩობაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები