უკრაინელი სამხედროები შესაძლო შეტევისთვის მზად არიან

უკრაინელი სამხედროები დონბასის ტერიტორიაზე მოწინააღმდეგის მხრიდან შესაძლო შეტევისთვის მზად არიან. „ოსტროვის“ ინფორმაციით, განცხადებას „ატოს“ სპიკერი ანდრეი ლისენკო ავრცელებს.
„ჩვენ დღე-ღამის განმავლობაში, ყოველთვის მზად ვართ, ნებისმიერი შეტევისთვის“, – ამბობს ლისენკო. მისივე თქმით, მოწინააღმდეგე 10 მარტის შემდეგ გეგმავს შესვლას. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს და ლისენკოს განცხადებით, მოწინააღმდეგის მხრიდან სამშვიდობო მოლაპარაკების დარღვევის შემთხვევაში არტილერია მოწინავე ხაზზე დაბრუნდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები