კადიროვი მზად არის, რუსეთის პრეზიდენტისთვის სიცოცხლე გაწიროს

ჩეჩნეთის მეთაური რამზან კადიროვი აცხადებს, რომ მზად არის, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისთვის სიცოცხლე გაწიროს. ამის შესახებ კადიროვი სოციალურ ქსელში წერს.
„რუსეთის პრეზიდენტის უსაზღვროდ მადლიერი ვარ, ასეთი მაღალი ჯილდოსთვის და ჩემი მოკრძალებული შრომის დაფასებისთვის. ასეთი ადამიანისთვის სიცოცხლის გაწირვა ყველაზე იოლი ამოცანაა“, – ამბობს რამზან კადიროვი.
რამზან კადიროვი რუსეთის პრეზიდენტმა 9 მარტს დააჯილდოვა. მას რუსეთის ფედერაციის გმირის წოდება მიენიჭა. კადიროვი ასევე მხედრული მამაცობის ორდენის და „სამშობლოს წინაშე გაწეული ღვაწლისთვის“ მეოთხე ხარისხის ორდენის კავალერია. ჩეჩნეთის მეთაური ორჯერ დაჯილდოვდა მედლით „საზოგადოებრივი წესრიგის დამყარებისთვის“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები