„მოტოროლა“ სამოქალაქო მედლით დააჯილდოვეს

„ლაიფნიუსის“ ინფორმაციით, „სპარტას“ ბატალიონის მეთაური, დონეცკის რესპუბლიკის მხარეს მებრძოლი „მოტოროლა“ – არსენ პავლოვი მედლით „მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვისთვის“ დააჯილდოვეს. აღნიშნული მედალი ოფიციალურ ჯილდოდ არ ითვლება.
როგორც ტელეკომპანია იუწყება, დაჯილდოება მოსახლეობის ინიციატივით გაიმართა. „მოტოროლას“ ჯილდო არასამთავრობო ორგანიზაცია ნოვოროსიისა და სლოვაკეთის საპატიო საელჩოს წარმომადგენელმა მარიან ფარკაშმა გადასცა. არსენ პავლოვის განცხადებით, იგი „ერის ნების გამოხატვისთვის“ იბრძვის.
„მოტოროლა“- არსენ პავლოვი იბრძოდა სლავიანსკის რაიონში, დონეცკის აეროპოტში და დებალცევოში. დაჯილდოებულია დონეცკის სახალხო რესპუბლიკის გეორგიევსკის ჯვრით, აგრეთვე „ომში მამაცობის“ ორდენის პირველი ხარისხით და არც ისე დიდი ხნის წინ დონეცკის სახალხო რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები